Belive

ალექსის სანჩესი: "მანჩესტერის დატოვება პირველსავე ვარჯიშზე მომინდა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული წარუმატებელი პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ გუნდის დატოვება პირველი ვარჯიშისთანავე სურდა. "პირველსავე ვარჯიშზე ბევრ რამეს მივხვდი. სახლში დავბრუნდი და ოჯახის წევრებს და ჩემს აგენტს ვკითხე, შემეძლო თუ არა კონტრაქტის გაწყვეტა და "არსენალში" დაბრუნება. ვგრძნობდი, რომ რაღაც არ მომწონდა, მაგრამ ხელშეკრულება უკვე გავაფორმე და სხვა გზა არ იყო. თვეები გადიოდა და ჩემი დამოკიდებულება არ იცვლებოდა. იმ დროს ჩვენ არ ვიყავით შეკრული, ერთი გუნდი. ჟურნალისტებმა და ყოფილმა ფეხბურთელებმა ისაუბრეს, მაგრამ არ იცოდნენ რას განვიცდიდი. მათ ძალიან მაწყენინეს. ფეხბურთელი მეტწილად დამოკიდებულია გუნდში არსებულ გარემოზე, წარმატების მისაღწევად საჭიროა, რომ ოჯახივით ვიყოთ, ჩვენ კი ასე არ ვყოფილვართ და ეს შედეგშიც ნათლად აისახა. თუ კი ვინმე რამეს დააშავებდა ჯოხი ყოველთვის ჩემზე ტყდებოდა. თვითკრიტიკული ვარ და ვიცი, რომ უკეთესად უნდა მეთამაშა, მაგრამ ყოველთვის მე მადანაშაულებდნენ, მაშინაც კი, თუ მოედანზე რამდენიმე წუთს გავატარებდი", - თქვა ჩილელმა შემტევმა. "უდინეზეს", "ბარსელონას" და "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებს" 2018 წლის ზამთარში 42.5 მილიონ ევროდ, ჟოზე მოურინიოს ინიციატივით შეუერთდა და კლუბის მაისურით 45 შეხვედრაში 5 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები