Belive

5-წლიანი კონტრაქტი - ნაპოლის და კვარაცხელიას შორის შეთანხმება მიღწეულია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უდიდესი ალბათობით, საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას იტალიურ "ნაპოლიში" გააგრძელებს. ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში, ქართულ და იტალიურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა, ყველაზე პრესტიჟულმა იტალიურმა, კერძოდ კი ნეაპოლიტანურმა გამოცემებმაც დაადასტურეს. სანდო წყაროზე დაყრდნობით,ლ იტალიაში იუწყებიან, რომ ქართველ ფეხბურთელსა და "ნაპოლის" შორის შეთანხმება 5-წლიან კონტრაქტზე შედგა და ახლა მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა დარჩენილი, რასაც ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ შეძლებს. ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის "რუბინის" დატოვების შემდეგ "დინამო ბათუმის" მაისურით ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში, "თელავის" წინააღმდეგ (1:0) მეორე ტაიმი სრულად ითამაშა, აჭარულ კლუბს კი უდიდესი ალბათობით ზაფხულის შემდეგ დატოვებს. კვარაცხელიამ შესაძლოა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მაისურით საერთაშორისო სარბიელზეც იასპარეზოს.  

სხვა სტატიები