Belive

20 მილიონი კვარაცხელიასთვის - ტურინის იუვენტუსი ქართველი ტალანტის შეძენას აპირებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არაერთი იტალიური სპორტული მედია საშუალება ერთხმად იუწყება, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდება. იტალიური წყაროების ინფორმაციით, კლუბის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ანდრეა პირლოს სრულ ნდობას უცხადებს და იმ შემთხვევაში თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას მოახერხებს, ახალგაზრდა სპეციალისტი დაკავებულ თანამდებობას შემდეგ სეზონშიც შეინარჩუნებს. ამრიგად, პირლოს შტაბში უკვე ფიქრობენ ახალი სეზონისთვის გაძლიერებაზე და შესაბამისად, იმ ფეხბურთელების სიაც მოინიშნეს, რომლითაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაძლიერებას აპირებენ. როგორც ირკვევა, ამ სიაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი 20 წლის ქართველ ვინგერს უკავია და მის შესაძენად "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა 20 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც მიმდინარე სეზონში, “რუბინის” მაისურით 21 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე გადაცემა გაკეთებული, მარტის თვეში ჩატარებული სანაკრებო პაუზის დროს, ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებების კარის დალაშქვრა მოახერხა, სანაკრებო პაუზიდან კლუბში დაბრუნების შემდეგ კი, ულამაზესი გოლით “სოჭისთან” თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

სხვა სტატიები