Belive

საქართველო - საბერძნეთის მატჩის მსაჯის ვინაობა ცნობილია

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს, საბერძნეთის ეროვნულ გუნდს ბათუმში, ახალ, ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, შეხვედრის სამსაჯო ბრიგადა, რომელიც ლიეტუველი და ნიდერანდელი ოფიციალური პირებითაა დაკომპლექტებული. მატჩის მთავარი არბიტრი ლიეტუველი დონატას რუმსასია, რომელსაც თანამემამულე ალექსანდრ რადიუსი და დოვიადის სუზიედელისი ეხმარებიან, ასევე ლიეტუველია მეოთხე სათადარიგო მსაჯი რობერტას სმიტასი. VAR-ზე ორი ნიდერლანდელი არბიტრი იოჰემ კამპიუსი და ჯოი კოი იმუშავებს. საინტერესოა, რომ მატჩის მთავარ არბიტრს საქართველოსთან შეხება აქამდეც ჰქონია და როგორც მთავარი, ისე 19-წლამდე ნაკრების მატჩებზე უმუშავია. 2020 წლის 5 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს  ნაკრებმა ესტონეთს სტუმრად - 1:0, ნიკა კაჭარავას მიერ გატანილი ერთადერთი გოლის მეშვეობით აჯობა. იმ შეხვედრაში მთავარი არბიტრი სწორედ დონატას რუმსასი გახლდათ, რომელმაც გოლის ავტორი და ჯაბა კანკავა გააფრთხილა, მეტოქე გუნდის მხარეს კი გაფრთხილება სამ ფეხბურთელს უჩვენა. რაც შეეხება ასაკობრივ ნაკრებს, დონატას რუმსასმა 2018 წლის 17 ნოემბერს, ევროპის 19-0წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას უხელმძღვანელა, რომელშიც ჩვენი გუნდი აზერბაიჯანელ თანატოლებთან - 1:2 დამარცხდა. გოლის გატანა ქართველი 19-წლამდელების მხრიდან ლევან ხარაბაძემ მოახერხა, ანზორ მექვაბიშვილმა კი ყვითელი ბარათი მიიღო. მეტოქე გუნდმა მსაჯის მხრიდან 4 გაფრთხილება მიიღო. საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების დაპირისპირება 9 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შემოგთავაზებთ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე სტადიონის ტევადობის 33% მაყურებელი დაიშვება, ყველა ბილეთი უკვე გაუყიდულია.

სხვა სტატიები