Belive

სად ვითამაშებ ევროპული კარიერის შემდეგ? ნეიმარის საინტერესო პასუხი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნეიმარმა ბრაზილიურ მედიასთან საუბარში კარიერის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. "პსჟ"-ს ვარსკვლავმა თქვა, რომ ევროპიდან წასვლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნების დიდი სურვილი არ აქვს.
"არ ვიცი, ჯერ ვფიქრობ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ბრაზილიაში ისევ ვითამაშებ. ძალიან მინდა, რომ ძალები აშშ-ში მოვსინჯო, თუნდაც ერთი სეზონით. რაც შეეხება ბრაზილიას, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ იქ დაბრუნებას ვაპირებ, თუმცა, არის მომენტები, როცა ეს არ მინდა. ვითამაშებ მანამ, სანამ მენტალურად არ დავიღლები. ვფიქრობ, ჩემს სხეულს კიდევ რამდენიმე წლით თამაში შეუძლია, მაგრამ თავიც ასე უნდა იყოს. რაც შეეხება ასაკს, 34 წლამდე "პსჟ"-სთან კონტრაქტი მაქვს. ასე რომ, ამ დრომდე ვითამაშებ," - ამბობს ნეიმარი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნეიმარი 30 წლის გახდა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, "პსჟ"-ს 10-იანი მოედანს დაუბრუნდა. მან "რეალთან" საგოლე გადაცემა გააკეთა და ლიგა 1-ის მატჩში "ნანტის" კარში გოლიც გაიტანა.

სხვა სტატიები