Belive

რა შემთხვევაში შეძლებს ბარსელონა ლევანდოვსკის გაფორმებას - გუნდის ვიცეპრეზიდენტის კომენტარი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' ვიცეპრეზიდენტმა, ედუარდ რომეუმ, კატალონიურ გუნდში რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა:
,,ლა ლიგის წესების გამო, ამ ეტაპზე ლევანდოვსკის გაფორმება შეუძლებელია. თუმცა, თუ ფეხბურთელის ხელფასზე სამჯერ მეტი თანხის გამომუშავებასა და ტრანსფერის ხარჯების დაფარვას შევძლებთ, მაშინ მისი ყიდვა შესაძლებელი გახდება,'' - რომეუს სიტყვებს Marca ციტირებს.
რამდენიმე დღის წინ ლევანდოვსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიუნხენური გუნდის დატოვება გადაწყვეტილი აქვს და ამაში არსებულმა კონტრაქტმა ხელი არ უნდა შეუშალოს. იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, კატალონიის ,,ბარსელონა” 34 წლის თავდამსხმელს სამწლიან ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა, თუმცა ახლა ყველაფერი ,,ბაიერნსა”  და ფინანსებზეა დამოკიდებული. გასული სეზონი ლევანდოვსკიმ 50 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით დაასრულა.

სხვა სტატიები