Belive

პრემიერლიგაში გაკეთებული ასისტების რაოდენობით დე ბრუინე ჯერარდს გაუთანაბრდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის მე-8 ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ვულვზს'' სტუმრად 3:0 მოუგო.

მატჩში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა ,,ქალაქელთა'' ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინემ, რომელიც პრემიერლიგაში გაკეთებული ასისტების რაოდენობით ლეგენდარულ სტივენ ჯერარდს გაუთანაბრდა.

ახლა ბელგიელის ანგარიშზე ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებულ 217 შეხვედრაში 92 საგოლე პასია (ჯერარდმა 92 ასისტი 504 მატჩში მიითვალა).

პრემიერლიგას ასისტების რაოდენობით რაიან გიგზი ლიდერობს (162 პასი), მეორე ადგილზე 111 პასით სესკ ფაბრეგასია, მესამეზე - უეინ რუნი (103 პასი), მეოთხეზე - ფრენკ ლამპარდი (102 პასი), მეხუთეზე - დენის ბერგკამპი (93 პასი), მეშვიდეზე კი - კევინ დე ბრუინე და სტივენ ჯერარდი (92 პასი).

სხვა სტატიები