Belive

ბოლო 82 წელიწადში, მანჩესტერის ყველა მატჩში, განაცხადში აკადემიის აღზრდილი მოხვდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალური მატჩი "ჩელსის" წინააღმდეგ მარკუს რაშფორდის დუბლის მეშვეობით მოიგო. "წითელი ეშმაკების" აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა ორი სტანდარტული სიტუაცია გამოიყენა და "არისტოკრატების" კარი ჯერ პენალტიდან, შემდეგ კი საჯარიმო დარტყმიდან დალაშქრა. მნიშვნელოვანია, რომ რაშფორდის გაბრწყინება "მანჩესტერის" აკადემიის 82 წლის იუბილეს დაემთხვა. 1937 წლის 30 ოქტომბერს, "იუნაიტედმა" საფეხბურთო აკადემია შექმნა. საინტერესოა სტატისტიკაა, რომ აკადემიის დაარსების დღიდან "მანჩესტერის" მთავარმა გუნდმა ყველა ტურნირზე 3991 მატჩი გამართა და თითოეულ მათგანში განაცხადში აკადემიის აღზრდილი სულ მცირე 1 ფეხბურთელი მაინც ხვდებოდა.

ეს აშკარაა რეკორდია და "მანჩესტერის" ტრადიციებს გამოხატავს. "იუნაიტედის" აკადემიას ისეთი ფეხბურთელები გაუზრდია, როგორებიც ჯორჯ ბესტი და სერ ბობი ჩარლტონი არაინ. ბრიტანული ფეხბურთის დიდების დარბაზის მშვენებები.
No description available.
შემდეგ იყო ალექს ფერგიუსონი და მისი 92-იანების თაობა, რომლებსაც რაიან გიგზი, პოლ სოქულზი, დევიდ ბექემი, გარი და ფილ ნევილები და ნიკი ბატი შეადგენდნენ. თაობა, რომელმაც დიდი შოტლანდიელის ხელმძღვანელობით არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის ორჯერ ჩემპიონთა ლიგა.    
No description available.
თავად მანკუნიანელთა თავკაცი ოლე გუნარ სოლსკიაერიც ხომ აკადემიაში ირიცხებოდა. ნორვეგიელის გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურები მარკუს რაშფორდი, სკოტ მაკტომინეი, ჯესი ლინგარდი, აქსელ ტუანზებე არიან.
No description available.

სხვა სტატიები