Belive

ფალკაო შეიძლება ატლეტიკოში დაბრუნდეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მონაკოს" თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო, შეიძლება ზაფხულში მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური El Mundo Deportivo ავრცელებს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 33 წლის ფეხბურთელს კვლავ ესპანეთში დაბრუნება სურდა. ცნობილია, რომ ფალკაოს აგენტს, ჟორჟე მენდეშს "ვალენსიას" მფლობელთან, პიტერ ლიმთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს. ეს კი ზრდიდა იმის ალბათობას, რომ ფალკაო "ღამურების" წევრი გახდებოდა, თუმცა ესპანური მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ ფალკაოს გადაბირება "ატლეტიკოსა" და ჩინურ გუნდებს სურთ. მადრიდულ კლუბში კოლუმბიელი თავდამსხმელი 2011-2013 წლებში თამაშობდა, სადაც მან თავი საოცარი გოლებით გამოიჩინა.

ასევე იხილეთ: ატლეტიკოს საუკეთესო ფორვარდები 21-ე საუკუნეში

სხვა სტატიები