Belive

ოსიმენი: ,,მინდა, ჩემი გოლებისთვის მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს, განსაკუთრებით - სპალეტის''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, ,,სპეციასთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,გუნდს ვულოცავ! ორი გულის გატანა კარგია. დიდი პატივისცემა ,,სპეციას'', რომელმაც პირველ ტაიმში კარგად იბრძოლა. მინდა, ჩემი გოლებისთვის მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს, განსაკუთრებით კი - სპალეტის!

ტემპის შესანარჩუნებლად ეს სამი ქულა გვჭირდებოდა. გამარჯვებით ბედნიერი ვარ და, რა თქმა უნდა, ,,ნაპოლის'' ისტორიაში შესვლა ჩემთვის დიდი პრივილეგიაა.

ყველა მოგება მნიშვნელოვანია, უნდა ვეცადოთ, რომ ყველა მატჩში გავიმარჯვოთ. თუმცა, რასაკვირველია, ეს რთული იქნება, რადგან სერია A-ში დიდი კონკურენციაა. მომავალი შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,'' - ოსიმენის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სპეცია” სტუმრად 3:0 დაამარცხა. ოსიმენმა მატჩში დუბლი გაიფორმა, კვარაცხელიამ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

21 ტურის შემდეგ, სპალეტის გუნდი 56 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები