Belive

ოფიციალურად - მანჩესტერ იუნაიტედისა და ლივერპულის მატჩი გადაიდო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის 34-ე ტურის შეხვედრა ,,მანჩესტერ იუნაიტედსა'' და ,,ლივერპულს შორის, რომელიც დღეს, თბილისის დროით 19:30 საათზე იყო ჩანიშნული, გადაიდო. ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, ,,წითელი ეშმაკების'' გულშემატკირების მიერ მოწყობილი არეულობაა - ფანები, რომლებიც ,,იუნაიტედის'' ამჟამინდელი ხელმძღვანელებით უკმაყოფილონი არიან, რამდენიმე საათის წინ, ,,ოლდ ტრაფორდზე'' შეიჭრნენ.
,,პოლიციასთან, პრემიერლიგასთან და სტადიონის ხელმძღვანელებთან საუბრის შემდეგ, დღევანდელი მატჩი ,,მანჩესტერ იუნაიტედსა'' და ,,ლივერპულს'' შორის უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით გადაიდო. ახლა პრემიერლიგასთან ერთად შეხვედრის ჩატარების ახალ თარიღზე ვიმსჯელებთ,'' - ,,იუნაიტედის'' ოფიციალური განცხადება Sky Sports-მა გაავრცელა.
ეს ახალი პროექტის – სუპერლიგის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ,,მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივართა მესამე პროტესტია. პირველად ისინი ვარჯიშის დაწყებამდე გუნდის ბაზაზე შეცვივდნენ, მეორედ კი ,,ოლდ ტრაფორდთან” შეიკრიბნენ და გლეიზერების გადადგომა მოითხოვეს.

სხვა სტატიები