პრემიერლიგის 37-ე ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” ,,ჩელსის” 4:1 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად გაიფორმა.
დღეს ასევე გაირკვა, რომ ევროპა ლიგაზე ითამაშებს ,,ლივერპული”, რომელიც ბოლო ტურის წინ მე-5 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან ,,ნიუკასლს” 4 ქულით ჩამორჩება. ეს არის პირველი შემთხვევა 2015-2016 წლების სეზონის შემდეგ, როცა ,,მერსისაიდელები” ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ.
შესაბამისად, ცნობილია, რომ ინგლისს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მომავალ სეზონში ,,მანჩესტერ სიტი” (ჩემპიონი), ,,არსენალი”, ,,მანჩესტერ იუნაიტედი” და ,,ნიუკასლი” წარადგენენ.