Belive

სოციალურ ქსელში ნეიმარისა და დონარუმას პირადი მიმოწერა გავრცელდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა მადრიდის “რეალმა” “პსჟ” – 3:1, ორი მატჩის ჯამში კი – 3:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგული გრანდის ფეხბურთელები ერთმანეთს გასახდელში დაუპირისპირდნენ და წაგებაში თანაგუნდელებს ადანაშაულებდნენ. Marca-ს სტატიას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ნეიმარი და ჯანლუიჯი დონარუმა ერთმანეთს გასახდელში დაუპირისპირდნენ, თავად ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მისი და იტალიელი მეკარის პირადი მიმოწერის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.
WhatsApp-ში, დონარუმამ ნეიმარს სწორედ Marca-ს სტატია გაუგზავნა და მიწერა: "ბოდიში დღევანდელისთვის. ეს ინფორმაცია მიუღებელია". რაზეც ნეიმარმა უპასუხა: "ჩემო მეგობარო! ​​არ ინერვიულო, ეს შეიძლება მოხდეს ფეხბურთში. ჩვენ ვართ გუნდი და შენთან ვართ. შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ და ბევრ ტიტულს მოიგებ. ადექი და წინსვლა გააგრძელე! მეგობრობა".
30 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ასევე მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. საფრანგეთის ლიგა 1-ში "პსჟ" 27 ტურის შემდეგ დაგროვებული 63 ქულით და უახლოეს მდევარ "ნიცასთან" 13-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, შემდეგ მატჩს კი 13 მარტს, "ბორდოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.  

სხვა სტატიები