Belive

დომინოს ბოლო ფიგურა - ტოპ 5 ჩემპიონატი შეჩერებულია

4 წლის წინ სხვა
1 წთ
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყნის ყველა საფეხბურთო დივიზიონი შეაჩერა. "მინდა გაცნობოთ, რომ ქვეყნის ფარგლებში 13 მარტიდან იმ დრომდე, ვიდრე სიტუაცია არ დასტაბილურდება, ქვეყნის მასშტაბით ყველა სახის საფეხბურთო აქტივობა აკრძალულია. როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა ფეხბურთში, ნებისმიერ ლიგაში, ტურნირსა და ასაკობრივ კატეგორიაში მატჩების გამართვა და საწვრთნელი პროცესის წარმოება დაუშვებელია",-თქვა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრეიმ. ლიგა 1-ში "პარი სენ-ჟერმენი" 27 ტურის შემდეგ 28 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. ამრიგად, არაერთ სხვა უმსხვილესი მასშტაბის სპორტულ მოვლენასთან ერთად, ევროპის ხუთივე წამყვანი ჩემპიონატი შეჩერებულია.

სხვა სტატიები