Belive

პოლ პოგბა მანჩესტერს ტოვებს? - იუნაიტედი შეთავაზებას უახლოეს პერიოდში მიიღებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"პარი სენ-ჟერმენი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის პოლ პოგბას დამატებით კვლავ დაინტერესებულია. პოგბამ "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო სეზონს იწყებს. წყაროს ცნობით, კლუბები ჯერ არ დაკავშირებიან ერთმანეთს შესაძლო გარიგების შესახებ. პოლ პოგბას შესახებ "პსჟ" ინგლისურ გრანდს პირველ ოფიციალურ წინადადებას უახლოეს დღეებში გაუგზავნის. "მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, რადგან ერთ წელიწადში უფასოდ მისი გაშვება არ მოუწიოს. ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელები პოგბას კონტრაქტის შეძენას ამ ზაფხულს 50 მილიონ ევროდ შეეცდებიან, რაც იმ თანხის ნახევარია, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" 28 წლის ფეხბურთელის დასაბრუნებლად, 2018 წელს გადაიხადა. ამავე წყაროს ცნობით, მოთამაშის აგენტმა მინო რაიოლამ პარიზელებთან მისი კლიენტის ხელშეკრულების პირობები უკვე განიხილა. პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია, იგი ამ კლუბის მთავარ გუნდში 2016 წლიდან, ანუ მას მერე თამაშობს, რაც 105 მილიონ ევროდ "იუნაიტედმა" იგი ტურინის "იუვენტუსიდან" დაიბრუნა. "წითლების" მაისურით პოგბამ 206 შეხვედრა ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან მშობლიურ კლუბთან ერთად ორჯერ ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ კი ევროპის ლიგა მოიგო, 2020 წელს ამ უკანასკნელის ფინალშიც ითამაშა, სადაც "ვილიარელათან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

სხვა სტატიები