Belive

ოქროს ბურთის მოგების ნომინანტები Goal.com-ის ვერსიით - კვარაცხელია მეათეა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ვებგვერდმა, Goal.com-მა, ,,ოქროს ბურთის'' მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ პოზიციას ლეო მესი იკავებს, რომელიც, მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ,,შეძლებს ვინმე, რომ მესის მერვე ოქროს ბურთის მოგებაში შეეცილოს? მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლომდე 6 თვე დარჩა, ეს ძალიან რთული იქნება,'' - წერს გამოცემა.

Goal.com-ის რჩეულთა შორის მეათე ადგილზეა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც წინა რეიტინგში მე-9 პოზიციაზე იყო.

,,ევროპული სეზონის გამორჩეული ვარსკვლავი, ,,კვარადონა'' ,,ნაპოლის'' სერია A-ს ლიდერობასა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მოგებაში დაეხმარა.

არცერთი სტატისტიკა არ მეტყველებს გარემარბის გავლენაზე უკეთ, ვიდრე ის, რომ ჩემპიონატს გოლებითა და ასისტებით (ერთად) ლიდერობს, არადა, ,,ნაპოლის'' ბოლო სამი მატჩი გამოტოვა.''

,,ოქროს ბურთის'' 10 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. ლეო მესი
  2. კილიან მბაპე
  3. ერლინგ ჰოლანდი
  4. ნეიმარი
  5. რობერტ ლევანდოვსკი
  6. ვინისიუსი
  7. კევინ დე ბრუინე
  8. ხულიან ალვარესი
  9. მოჰამედ სალაჰი
  10. ხვიჩა კვარაცხელია

სხვა სტატიები