Belive

ნეიმარმა FIFA 21-ში ყველა დროის საუკეთესო გუნდი შეადგინა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ-ს" თავდამსხმელი ნეიმარი ვირტუალური თამაშების დიდი გულშემატკივარია. ვიდეო თამაშებისადმი სიყვარულს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი არასდროს მალავდა და ცნობილია, რომ მისი ფავორიტი გასართობი Counter-Strike-ი გახლავთ. 29 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო სიმულატორის აქტიური მომხმარებელიც გახლავთ და FIFA 21-ში საკუთარი, საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდიც შეადგინა.
Credit: Reddit
ნეიმარმა ფიფას ყველა დროის საუკეთესო გუნდისთვის სათამაშოდ 4-5-1 ფორმაცია აირჩია, სადაც კარის დაცვის პატივი პრემიერ ლიგის ლეგენდას, პიტერ შმეიხელს (93 - ფიფას რეიტინგი) არგუნა. დაცვაში ბრაზილიელმა პაოლო მალდინი (92) და ვირჯილ ვან დაიკი (96) განამწესა, ფლანგები კი თანამემაულეებს, რობერტო კარლოსს (91) და "სანტოსის" ლეგენდა კარლოს ალბერტო ტორესს (90) ანდო. გასაკვირი არაა, რომ "ბარსელონას" ყოფილმა მეთერთმეტე ნომერმა სამშობლოს მიმართ სიყვარული კიდევ გამოავლინა და გუნდში კიდევ 4 თანამემამულე: კაკა (91), პელე (95), რონალდო (94) და გარინჩა (92) აირჩია. გუნდში კიდევ ერთი ნიდერლანდელი, რუდ გულიტიც მოხვდა (90). მწვრთნელის თანამდებობა ნეიმარმა "მანჩესტერ სიტის" თავკაცს, პეპ გვარდიოლას ანდო.

სხვა სტატიები