Belive

მეოთხე სამხრეთამერიკელი - პსჟ-ში ეპიდემია მძვინვარებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემიამ "პსჟ-ში" ფეხი სერიოზულად მოიკიდა. ანხელ დი მარიას, ლენადრო პარედესის და ნეიმარის შემდეგ, COVID19-ით მეოთხე სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი, მაურო იკარდიც დაინფიცირდა. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სჩირა ავრცელებს, "პარი სენ-ჟერმენის" პრესსამსახური კი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ფრანგული რადიოს ინფორმაციით, იკარდის გარდა, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის რიგებში კიდევ 3 ინფიცირებულია, რომლის სახელი და გვარიც ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა. წინა სეზონში პანდემიის გამო, ლიგა 1-ში სეზონი ნაადრევად შეწყდა და ჩემპიონად პარიზული გრანდი გამოცხადდა.

სხვა სტატიები