Belive

ხამესი და პსჟ? - საიდუმლო პუნქტი კოლუმბიელის კონტრაქტში 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხამეს როდრიგესმა 11-წლიანი ევროპული კარიერის შემდეგ, აზიაში გადავიდა და ყატარული "ალ-რაიანის" წევრი გახდა საინტერესოა, რომ "ევერტონიდან" 8 მილიონ ევროდ გადაბარგებულმა ფეხბურთელმა "ალ-რაიანთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელშიც ერთი საინტერესო პუნქტია გათვალისწინებული. საქმე ისაა, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელის დამატებით "პსჟ" ინტერესდება, მათი ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლორან ბლანი კი ამჟამად სწორედ "ალ-რაიანს" ხელმძღვანელობს. იმ შემთხვევაში, თუ ფრანგული გრანდი "მონაკოს", "პორტუს" მადრიდის "რეალის" და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელის დამატებას გადაწყვეტს და ყატარელებს ინტერესს ოფიციალურად დაუდასტურებს, მაშინ მისი დამატება ნებისმიერ დროს, უფასოდ შეეძლებათ. აღნიშნულ პუნქტს კონტრაქტი ითვალისწინებს. "პარის სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელები ყურადღებით მიადევნებენ თვალს როდრიგესის გამოსვლას ახლო აღმოსავლეთში და აქვთ ძლიერი კავშირი ყატარული კლუბის ხელმძღვანელებთან, რომლებიც ნასერ ალ-ხელაიფის მეგობრები არიან. ხამეს როდრიგესმა "კანფეტების" რიგებში 1 წელი გაატარა და 26 შეხვედრაში 6 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები