Belive

ანდერ ერერა გაძარცვეს - ესპანელს პარიზში ტელეფონი და საფულე წაართვეს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული მედიის ინფორმაციით, "პსჟ-ს" ნახევარმცველი, ანდერ ერერა ქალაქში ავტომობილით გადაადგილების დროს გაძარცვეს. Le Parisien იტყობინება, რომ 26 ოქტომბერს, დილის საათებში, პარიზში, ბულონის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, "პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ფეხბურთელი გაძარცვეს, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს "მანცესტერ იუნაიტედის" ესპანელი შუახაზელი იყო. ეს მაშინ მოხდა, როდესაც 32 წლის ფეხბურთელმა, საკუთარი ავტომობილი შუქნიშანზე გააჩერა, როდესაც მანქანას იქვე მყოფი ერთ-ერთი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი მიუახლოვდა და მანქანიდან მობილური ტელეფონი და საფულე აიღო. საღამოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის პოლიცია ქურდობის საფუძველზე გამოიძახეს. შემდეგ მოთამაშეს უთხრეს, რომ გამგზავრებულიყო კონკრეტულ ადგილას, რათა დაებრუნებინა ტელეფონი, რაც გააკეთა. მოთამაშეს იტოვებს უფლებას, შეიტანოს საჩივარი, ზარალის ანაზღაურების სახით, დაახლოებით 200 ევროს შეადგენს.

სხვა სტატიები