Belive

მესი თუ რონალდუ? - ვინ აირჩია ბექჰემმა 2013 წელს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საინტერესოა როგორ უპასუხა დევიდ ბექჰემმა მარადიულ საფეხბურთო შეკითხვას  და კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შორის უკეთესად რომელ ფეხბურთელს მიიჩნევს. 45 წლის ინგლისელმა ამ საკითხზე 2013 წელს, "პსჟ-შიყოფნის დროს ისაუბრა, როცა მისი გუნდი "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდა. "მესი განსხვავებულ საფეხბურთო განზომილებაშია და ის იქ მარტო იმყოფება, წარმოუდგენელია, რომ დღეს იქ სხვა ფეხბურთელიც იყოს.  ის და კრიშტიანუ რონალდუ სხვა ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგანან, მაგრამ პორტუგალიელი არგენტინელის დონეს ვერ აღწევს", - თქვა მაიამის "ინტერის" პრეზიდენტმა. 2013 წელს, ორი მატჩის ჯამში გუნდებმა - 3:3 ითამაშეს (1:1, 2:2), თუმცა შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის მეშვეობით კატალონიური გუნდი გავიდა, ერთი ბურთი 6 ოქროს ბურთის მფლობელმა შეაგდო.

სხვა სტატიები