Belive

გუნდიდან აზარის წასვლით რეალი 7 მილიონ ევროს დაზოგავს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ ,,რეალმა'' ოფიციალურად დაადასტურა, რომ ედენ აზარი გუნდს დატოვებს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, ბელგიელის წასვლით ,,სამეფო კლუბი'' თითქმის 7 მილიონ ევროს დაზოგავს.

აზარმა, რომელსაც ,,რეალთან'' კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ხელფასის ნაწილის მიღებაზე უარი თქვა.

32 წლის ფეხბურთელმა მადრიდული გრანდის მაისურით სულ 76 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები