Belive

ერთ-ერთი საუკეთესო ლევანტეში - ქოჩორაშვილის სტატისტიკა დღევანდელ მატჩში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს კოპა დელ რეის 1/32 ფინალში "ლევანტემ" გასვლაზე "პორტუგალეტე" 1:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ნახევარმცველი "ლევანტეს" ძირითად 11-ეულში პირველად მოხვდა. Sofascore-ის მიხედვით, ქოჩორაშვილი დუბლის ავტორის სერხიო ლეონის შემდეგ საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო. გიორგის დღევანდელი თამაში 7,2 ქულით შეფასდა. რაც შეეხება სტატისტიკას, ქართველი ფეხბურთელი ბურთს 64-ჯერ შეეხო, 53-დან 43 პასი კი ზუსტად შეასრულა (86%). გიორგიმ "პორტუგალეტას" მოთამაშეებს 8-დან 8 ორთაბრძოლა მოუგო, 1 ჩაჭრა მიითვალა და 3 ვარდნა გააკეთა. ქოჩორაშვილის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

სხვა სტატიები