Belive

ერლინგ ჰოლანდმა მანჩესტერ სიტიში სამედიცინო შემოწმება გაიარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დორტმუნდის ,,ბორუსიას'' თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი კარიერას ,,მანჩესტერ სიტიში'' გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ინგლისურ გუნდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, ტრანსფერი კი ოფიციალურად რამდენიმე დღეში დადასტურდება. 21 წლის ფეხბურთელი ,,სიტისთან'' კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს და კვირაში ხელფასის სახით 440 ათას ევროს მიიღებს. ჰოლანდი ,,დორტმუნდში'' 2020 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელის ანგარიშზე გერმანული კლუბის მაისურით ჩატარებულ 29 მატჩში 28 გოლი და 8 ასისტია.


სხვა სტატიები