Belive

სებასტიან ალე კარიერიას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დორტმუნდის "ბორუსიამ" ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის შემცვლელს მიაგნო და მასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დორტმუნდის "ბორუსია" და ამსტერდამის "აიაქსი" სებასტიან ალეს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. გერმანულ გრანდს ამ ტრანსფერის სისრულეში მოყვანა 35 მილიონი ევრო დაუჯდება. რაც შეეხბეა პირად კონტრაქტს, აქ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ყველაფერი გადაწყვეტილია. საინტერესოა ისიც, რომ ახალგაზრდა ნორვეგიელი გოლეადორის დამატებით გამოწვეული დანაკლისის შესავსებად "შავ-ყვითლები" კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატებას შეეცდებიან. ალეს გერმანიის ბუნდესლიგაში აქამდეც უთამაშია - ფრანკფურტის "აინტრახტში" გატარებულ ორ სეზონში მან 77 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა, 19 საგოლე პასი გააკეთა და გერმანიის თასის მოგება შეძლო. 2021/22 წლების სეზონში, 28 წლის კოტ,დიუარელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 34 გოლის გატანა და 9 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ალემ ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრაში სულ მცირე 1 გოლი გაიტანა, რაც კრიშტიანუ რონალდუს სარეკორდო მაჩვენებლის გამეორებაა. საერთო ჯამში, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მან წინა სეზონში 11 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, "ალემ" "ღმერთის შვილების" მაისურით სეზონნახევარი ითამაშა და 65 მატჩში 47 გოლი და 16 საგოლე პასი მოაგროვა. იგი ორჯერ ნიდერლანდების ერედივიზიონის ჩემპიონი, ერთხელ კი ქვეყნის თასის გაამრჯვებული გახდა.  

სხვა სტატიები