Belive

ლევანდოვსკის შემცვლელად - ბაიერნმა კავანისთან მოლაპარაკება დაიწყო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნი" ედინსონ კავანის დამატებით ინტერესდება. ურუგვაელ თავდამსხმელს, რომლის კონტრაქტი "პარი სენ-ჟერმენთან" 30 ივნისს ამოიწურა, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა როგორც მათი მთავარი ვარსკვლავის - რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად, ისე განიხილავს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, 33 წლის ფორავრდს საკუთარი ძმა და აგენტი წარმოადგენს, რომელის ბავარიაში იმყოფება და "რეკორდმაისტერის" მმართველებს ხვდება. გარდა გერმანიის ბოლო 9 სეზონის ჩემპიონისა, კავანის დამატება ლისაბონის "ბენფიკას" და მადრიდის "ატლეტიკოს" ინტერესებშიც შედის. კავანიმ პარიზულ გრანდში 2013-2020 წლებში 200 გოლის გატანა მოახერხა, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა და სხვა მრავალ ტიტულთან ერთად, 6-ჯერ ლიგა 1 მოიგო.

სხვა სტატიები