Belive

კოუტინიო კლოპს ესაუბრა - ხელფასის დაკლება დაბრუნების სანაცვლოდ 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფილიპე კოუტინიოს "ლივერპულში" დაბრუნება სურს - წერს წამყვანი ესპანური გამოცემა Marca. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოუტინიო მერსისაიდული კლუბის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს უკვე ესაუბრა და უთხრა, რომ მისთვის "ლივერპულში" დაბრუნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხელფასის შემცირებაზეც კი თანახმაა. ცოტა ხნის წინ დაიწერა ისიც, რომ "ბარსელონა" ფეხბურთელთან გაშორებას გეგმავს, მისი კარიერული მომავალი კი ორ კლუბს უკავშირდება. შესაძლოა, მიუნხენის "ბაიერნმა" იჯარით აყვანილი ფეხბურთელი გამოისყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის პრემიერლიგაში დაბრუნდება. კოუტინიო "ლივერპულში" 2013-19 წლებში ირიცხებოდა და ამ პერიოდში 201 შეხვედრაში 54 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2019 წლის ზამთარში 28 წლის ბრაზილიელი კატალონიაში გადაბარგდა და 76 მატჩში 21 გოლის გატანა შეძლო. მიმდინარე სეზონის სტარტიდან კოუტინიო ბავარიულ გრანდში გამოდის.

სხვა სტატიები