Belive

ჯუდ ბელინგემი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი, "ბუნდესლიგის" წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ამ სეზონში, ინგლისელი ფეხბურთელი შეუდარებელ ფეხბურთს თამაშობდა და რომ არა ბოლო ტურში ნათამაშები ფრე, დორტმუნდთან" ერთად პირველ ჩემპიონობასაც იზეიმებდა.

"დორტმუნდის" ჩემპიონობა არ შედგა, თუმცა ბელინგემს ინდივიდუალური ოსტატობა დაუფასდა, რის შემდეგაც, ბელინგემმა თავმდაბალი განცხადება გააკეთა.

"ამ გუნდში მოსვლის დღიდან, ჩემი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდებოდა. განვითარებაში ჩემი თანაგუნდელები, მწვრთნელები და "დორტმუნდში" მომუშავე თითოეული ადამიანი მეხმარებოდა. წინსვლას კვლავ გავაგრძელებ: ვიქნები მოედნის ყველა წერტილში, დავეხმარები გუნდს შეტევასა და დაცვაში და შევეცდები, რომ ნახევარდაცვის ხაზში დომინანტი ვიყო", - თქვა ინგლისელმა.

ბელინგემი "დორტმუნდს" 2020 წელს, "ბირმინგემიდან" შეუერთდა და მას შემდეგ, გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. 132 შეხვედრაში, მის ანგარიშზე 24 გოლი და 25 საგოლე გადაცემაა, თუმცა მის შემთხვევაში, ეს რიცხვები არაფერს ამბობს. ბელინგემის სათამაშო სტილიდან და პოზიციიდან გამომდინარე, მისი მთავარი დადებითი მხარე სწორედ მოედნის ცენტრში დომინაცია, პოზიციური თამაში, ბურთის კონტროლი და საიმედოობაა.

ავტორიტეტული სპორტული გამოცემების თანახმად, ბელინგემი მიმდინარე ზაფხულში მადრიდის "რეალს" შეუერთდება და სავარაუდოდ, ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება.

სხვა სტატიები