Belive

ატლეტიკოსთან მატჩის წინ: ბაიერნის შემტევს კორონავირუსი დაუდასტურდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველს, სერჟ გნაბრის კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. როგორც ბავარიელთა ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, ახლა ფეხბურთელი იზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. COVID-19-ზე ტესტი გერმანელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაში გასამართი შეხვედრის წინა დღეს ჩაუტარდა, დადებითი პასუხი კი 21 ოქტომბერს მიიღო. ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ახალ სეზონს "რეკორდმაისტერი" მადრიდის "ატლეტიკოსთან" გასამართი მატჩით დაიწყებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე, "ალიანს არენაზე" დაიწყება. მიმდინარე გათამაშებაში, 25 წლის შემტევმა გერმანიის ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო. წინა სეზონში მან გერმანიის საუკეთესო კლუბის რიგებში ხუთივე შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები