ბარსელონას მომავალი წლის სავარაუდო შემადგენლობა ევროპაში დომინირების გარანტია
6 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
მიმდინარე სეზონში, ერნესტო ვალვერდეს გუნდმა გულშემატკივარს იმედები ნამდვილად გაუცრუა: "ბარსელონამ" "ენფილდზე" მოულოდნელი მარცხი (4:0) განიცადა და ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობა. ცნობილია, რომ ვალვერდეს გუნდი ზაფხულში გაძლიერებას გეგმავს, რაც კატალონიელებს გაცილებით დიდ ძალასა და ენერგიას შემატებს. გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში "ბარსელონას" ჰოლანდიელი ტალანტი, ფრენკი დე იონგი შეუერთდება. "ბარსას" ხელმძღვანელობამ დე იონგში 75 მილიონი ევრო გადაიხადა. დე იონგი უშიშარი ფეხბურთელია, რომელიც დაცვასა და შეტევაში თანაბარი ეფექტიანობით თამაშობს. ასევე, აქვს ბურთის ფლობისა და მისი განაწილების შესანიშნავი უნარები, რაც მას "ბარსას" ფილოსოფიასთან მაქსიმალურად აახლოვებს..@AntoGriezmann: "Han sido cinco años increíbles; muchas gracias por todo, os llevo en el corazón". pic.twitter.com/9XorY05u1T
— Atlético de Madrid (@Atleti) May 14, 2019