Belive

ბარსელონა ვილიანს მიუბრუნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Telegraph-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვილიანის შეძენას შეეცდება. "ბლაუგრანა" ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებას წინა წელსაც აპირებდა, თუმცა მაშინ "ჩელსიმ" ყველა შეთავაზება დაბლოკა. 30 წლის ვილიანს ლონდონელებთან კონტრაქტი 2020-წლამდე აკავშირებს, თუმცა სატრანსფერო ბანის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ჩელსი" მას მარტივად შეელიოს. ცნობისთვის, ვილიანმა მიმდინარე სეზონში "ლურჯების" მაისური 29-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.  

სხვა სტატიები