Belive

ბაიერნი თუ ლივერპული? - ტიმო ვერნერმა გადაწყვეტილება მიიღო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად, გუნდებსა და ფეხბურთელებს შორის სატრანსფერო შეთანხმება ბოლო ფაზაში გადადის. ტიმო ვერნერის ირგვლივ უცხოურ მედიაში საკმაოდ ბევრი იწერებოდა, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გერმანელი ფორვარდის დამატებით, მისთვის ადგილობრივი გრანდი მიუნხენის "ბაიერნი" და პრემიერ ლიგის ერთპიროვნული ლიდერი "ლივერპული" ინტერესდებოდნენ. "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის ჰანს ფლიკის მსგავსად, "მერსისაიდელების" გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპიც პირადად ინტერესდებოდა ტიმო ვერნერის საკუთარ გუნდში გადმობირებით, მეტიც, ეს უკანასკნელი მასთან პირად შეხვედრას გეგმავდა, რომელიც კორონავირუსის გამო ვერ შედგა. გავლენიანი გერმანული მედიაგამოემა Bild-ი იუწყება, რომ ვერნერმა კარიერის გერმანიაში გაგრძელება არ ისურვა და დიდი ალბათობით მას ლივერპულელების რიგებში ვიხილავთ. თუ კორონავირუსი "ლივერპულს" და საფეხბურთო სამყაროს "მისცემს ნებას", რომ სატრანსფერო პერიოდი არ ჩაიშალოს, ვერნერის ინგლისში გადასვლა თითქმის გარდაუვალია.

სხვა სტატიები