Belive

აქსელ ვიტსელი კარიერას მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,ატლეტიკოს'' პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ, დაადასტურა, რომ მის გუნდს დორტმუნდის ,,ბორუსიას'' ყოფილ ნახევარმცველთან, აქსელ ვიტსელთან, კონტრაქტი ფაქტობრივად შეთანხმებული აქვს:
,,ჩვენ უკვე გვყავს ვიტსელი, პრაქტიკულად ყველაფერი მზადაა. მოცდა რამდენიმე დღე ან კვირა მოგვიწევს და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება. ახლა მცველს ვეძებთ,'' - განაცხადა სერესომ.
ვიტსელმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ დორტმუნდის ,,ბორუსია'' დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია. 2021-2022 წლების სეზონში ბელგიელმა გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები