Belive

ალვეში: ,,თუ ამის საჭიროება იქნებოდა, ბარსელონა რეალს საჩემპიონო კორიდორს მოუწყობდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' მცველმა, დანი ალვეშმა, უპასუხა შეკითხვას, გაუკეთებდა თუ არა კატალონიური გუნდი საჩემპიონო კორიდორს მადრიდის ,,რეალს'':
,,ამას არასდროს ვისურვებდი, მაგრამ თუ ამის საჭიროება იქნებოდა, კორიდორს მოვაწყობდით. მოგებაც უნდა ვიცოდეთ და წაგებაც. რეალში ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც პატივს ვცემ. დიდი იმედი მაქვს, რომ სხვისთვის საჩემპიონო კორიდორის გაკეთება არ მოგვიწევს, მაგრამ თუ ასე მოხდება, ამას დავთანხმდებით. რატომაც არა?'' - დანი ალვეშის სიტყვებს Marca ციტირებს.
ლა ლიგის 34-ე ტურში ,,რეალმა'' ,,ესპანიოლს'' მოუგო და ესპანეთის ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა. ხვალ ,,სამეფო გუნდი'' ,,ატლეტიკოს'' შეხვდება. რამდენიმე დღის წინ, ,,როხიბლანკომ'' განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ,,ატლეტიკო'' ,,რეალისთვის'' საჩემპიონო კორიდორის მოწყობას არ აპირებს.

სხვა სტატიები