Belive

"ჩემი ხილვა ყველაზე გამორჩეული მომენტია თქვენს ცხოვრებაში" - ზლატანი ვერონას ფანებს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

41 წლის შვედმა ვარსკვლავმა პროფესიონალური კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის უკანასკნელ საშინაო შეხვედრაში, ზლატანი "როსონერის" ფანებს სიტყვით მიმართავდა, რა დროსაც მას "ვერონას" ტიფოზები უსტვენდნენ. ზლატანმა ჩვეულ სტილს არ უღალატა და მეტოქე გუნდის ფანებისთვისაც მოიცალა.

"სტვენა განაგრძეთ. ჩემი ყურება ყველაზე გამორჩეული მომენტია თქვენს ცხოვრებაში", - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ზლატანი "ვერონას" ფანებს.

იბრაჰიმოვიჩი კარიერის განმავლობაში "მალმიოში", "აიაქსში", "იუვენტუსში", "ინტერში", "ბარსელონაში", "მილანში", "პარი სენ-ჟერმენში", "მანჩსტერ იუნაიტედსა" და "ლოს ანჯელეს გალაქსიში" თამაშობდა.

თავდამსხმელმა საკლუბო დონეზე სულ 866 შეხვედრა ჩაატარა და 511 გოლი გაიტანა.

ზლატანი ესპანეთის, იტალიის (5-გზის), ნიდერლანდების (2-გზის) და საფრანგეთის (4-გზის) ჩემპიონია.

სხვა სტატიები