Belive

"ჩემი გუნდისგან ველოდები პროგრესს" - რამაზ სვანაძე

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასვლითი მატჩებით განაგრძობს. რამაზ სვანაძის გუნდი, ლატვიას ხვალ, 19:00 საათზე რიგაში, რფს-ის სტადიონზე დაუპირისპირდება.

დღეს, 21-წლამდელებმა რიგაში, ლნკ სპორტა პარკსი-ზე მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი მატჩის შესახებ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ და მოთამაშემ - საბა ხარებაშვილმა გააკეთეს.

ლატვიასთან რთულ თამაშს ველოდებით, ძალიან კარგად ვიცით, რომ ქულები გვჭირდება ამიტომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენთვის სასიკეთოდ დამთავრდეს ხვალინდელი შეხვედრა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი გუნდისგან ველოდები იმას, რომ გვექნება პროგრესი, პროგრესი პირველ რიგში თამაშში, რადგან ახალი შეკრებილები ვართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მომდევნო შეკრება იყოს იმაზე უფრო კარგი და ეს ასახული იყოს თამაშის კარგ ხარისხზე, ვიდრე ეს იყო პირველ შეხვედრაში.

ოქტომბრის შეკრება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამის შემდეგ ნოემბრის შეკრება რჩება, სადაც უკვე ჯგუფის ლიდერებთან გვაქ თამაში და ეს უდიდესი მნიშვნელობის იქნება.

რეალობა არის ის, რომ მალტის თამაშის შემდეგ ყველაფერი გვეცოდინება თუ სად ვართ და რისთვის უნდა მოვემზადოთ და ამის შემდეგ მეც უკვე შესაბამის კომენტარს გავაკეთებ. - რამაზ სვანაძე - 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
შეკრება ძალიან კარგად მიმდინარეობს, როგორც ტექნიკურად, ასევე ტაქტიკურადაც ყველაფერი გავიარეთ. გუნდში ერთადერთი დანაკლისი გვყავს სიგუას სახით. წინა თამაშში დაშვებული შეცდომების შესახებ ვისაუბრეთ და ვეცდებით ეს შეცდომები გამოვასწოროთ და ლატვიასთან იგივე არ გავიმეოროთ. ამ თამაშებისთვის კი ყველანი მობილიზებულები და კარგად ვართ მომზადებულები. - საბა ხარებაშვილი - 21-წლამდელთა ნაკრების წევრი

სხვა სტატიები