Belive

ჩელსის ევროპა ლიგაზე ედენ აზარი დააკლდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვალ, 20 სექტემბერს, ევროპის ლიგა აიღებს სტარტს. პირველი მატჩები თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება. ბერძნული "პაოკი" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლებს. ბერძნები დანაკლისის გარეშე იქნებიან, ხოლო ლონდონელებს ედენ აზარი დააკლდებათ. ედენ აზარს არ აღენიშნება არანაირი ტრავმა, უბრალოდ მაურისიო სარმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბელგიელი ვარსკვლავი დაესვენებინა. გთავაზობთ ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის მაურისიო სარის სიტყვებს მატჩისწინა პრესკონფერენციიდან: "მე ვფიქრობ, რომ ედენ აზარს ბევრად მეტი შეუძლია. ის ნამდვილი გენიოსია და მე გადავწყვიტე, რომ ედენი საბერძნეთში არ წავიყვანო. მან შაბათს პრემიერლიგაში კარდიფის წინააღმდეგ ჰეთთრიკი შეასრულა და თავს ვაძლევ უფლებას, რომ დაისვენოს. მას აუცილებლად დავუძახებ "სტემფორდ ბრიჯზე", ათენელების წინააღმდეგ". ედენ აზარის გარდა, ლონდონელებს მატეო კოვაჩიჩი და დავიდ ლუიზი დააკლდებათ.

 

სხვა სტატიები