Belive

ჩელსის დირექტორად ვეტერან ბრაზილიელს განიხილავენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი და პრესტიჟული იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" დირექტორის თანამდებობა შესაძლოა ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, მაქსველმა​​ დაიკავოს. წყაროს ცნობით, "არისტოკრატების" ახალი მფლობელი აღნიშნულ თანამდებობაზე ბევრ კანდიდატს განიხილავს, მათ შორის "ლივერპულის" სპორტულ დირექტორ მაიკლ ედუარდსს, ერთ-ერთი ლიდერი კი ამ სიაში ბრაზილიელია. მაქსველმა, რომელიც "აიაქსის", "ბარსელონას", "მილანის", "ინტერის", "ემპოლის" და "პსჟ-ს" შემადგენლობაში თამაშობდა და ყველა შესაძლოა საკლუბო ტურნირი, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, ნიდერლანდების, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, კარიერა 2017 წელს დაასრულა და ბოლოს "პარი სენ-ჟერმენში" სპორტული დირექტორის ასისტენტად მუშაობდა. ტოდ ბოელის კლუბში მისვლის შემდეგ, საკადრო კუთხით "ჩელსიში" სერიოზული ცვლილებები დაიწყო. "ლურჯების" დირექტორის თანამდებობა წარმოშობით რუსმა, მარინა გრანოვსკაიამ დატოვა, რომელიც კლუბს 2010 წლის შემდეგ მართავდა. ასევე, "ჩელსის" ლეგენდარული მეკარე, პეტრ ჩეხიც დაემშვიდობა.

სხვა სტატიები