Belive

"ჩელსის ბოლო გოლის შემდეგ გაყიდულია 9,892,022 პიცა" - ჩელსის სოციალურ ქსელში დასცინიან

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიმდინარე სეზონი ლონდონის "ჩელსისთვის" რბილად რომ ვთქვათ, წარუმატებლად დაიწყო. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა 6 ტურში მხოლოდ 5 გოლის გატანა შეძლო. ეს სტატისტიკა "არისტოკრატების" შედეგზეც აისახა და ისინი პრემიერ ლიგაში მე-15 ადგილს იკავებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ "ჩელსის" ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული. 6 ტურის შემდეგ ლონდონელებმა მხოლოდ 5 ქულა მოიპოვეს. 

ამასთან დაკავშირებით ცნობილმა კომპანია "დომინოს პიცამ" "ჩელსის" პოსტის საშუალებით დასცინა. 

ჩელსის ბოლო გოლის შემდეგ გაყიდულია 9,892,022 პიცა -

მიმდინარე სეზონში "ჩელსიმ" ბოლო გოლი 30 აგვისტოს "უიმბლდონის" წინააღმდეგ გაიტანა. 

მშრალი სერიის დასრულება პოჩეტინოს გუნდს დღეს შეუძლია. "ჩელსი" შინ "ფულემს" მიიღებს. აღნიშნული მატჩი 23:00 საათზე არის ჩანიშნული. 

სხვა სტატიები