Belive

ჩელსიმ საუდის არაბეთიდან 3.2 მილიარდიანი შეთავაზება მიიღო

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლონდონის "ჩელსიმ" საუდის მედია ჯგუფისგან 3.2 მილიარდიანი შეთავაზება მიიღო. CBS Sports-ის რორტიორი ბენ ჯეიკობსი იტყობინება, რომ საუდის მედია ჯგუფმა მას შემდეგ გააკეთა დიდი შეთავაზება, რაც რუსმა ბიზნესმენმა, რომან აბრამოვიჩმა ბრიტანული გრანდის გაყიდვა განიზრახა. როგორც ინგლისში ამბობენ, მოჰამედ ალხერეიჯი არის "ჩელსის" გულშემატკივარი და ხელმძღვანელობს კერძო კომპანიას, რომელსაც არ აქვს პირდაპირი სამთავრობო კავშირები. ინგლისელი ჟურნალისტი ამბობს, რომ არსებობს მხარდაჭერა მოჰამედ ბინ ხალიდ ალ საუდისგან დაფინანსებისა და პარტნიორების პოვნაში, თუმცა არა პირდაპირი ფინანსური დახმარება. ალხერეიჯი შარშან "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრედ დასრულებულ მატჩს 1:1 დაესწრო. იგი ადრე დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა, სადაც ლონდონის Cass Business School-ში სწავლობდა. 50 წლის ბიზნესმენს ასევე აქვს კავშირები საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბებთან "ალ ნასრთან" და "ალ ჰილალთან". მას შემდეგ, რაც აბრამოვიჩმა "არისტოკრატების" გასხვისება გადაწყვიტა, ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ამერიკელი მილიარდერი დაინტერესდა კლუბის შეძენით, მათ შორის "ნიუ იორკ ჯეთსის" მფლობელი ვუდი ჯონსონი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ელის რომან აბრამოვიჩის ბრიტანეთში გაყინულ აქტივებს და როგორ განაგრძნობს საფეხბურთო ცხოვრებას არაერთი სანქიცის პირობებში ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული. "ლურჯები" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალში "ლილს" საფრანგეთში დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა "ჩელსიმ" საშინაო კედლებში გამართა და 2:0 იმარჯვა. მატჩი 17 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები