Belive

ჩელსიმ FIFA-ში შეტანილ აპელაციაზე პასუხი მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იცით, ლონდონის "ჩელსი" FIFA-მ არასრულწლოვანი ფეხბურთელების წესების დარღვევით გაფორმების გამო დასაჯა. ინგლისურ გუნდს ჯარიმის სახით 460000 ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს. ამასთან ერთად, "ჩელსი" 1 წლის განმავლობაში ტრანსფერებს ვეღარ განახორციელებს. "ლურჯები", რომლებიც ბრალდებას სასტიკად უარყოფდნენ, FIFA-ში ცოტა ხნის წინ აპელაცია შეიტანეს. ფეხბურთის მმართველმა ორგანომ "ჩელსის" აპელაცია არ დააკმაყოფილა და "არისტოკრატებს" სატრანსფერო ბანი დაუტოვა.

სხვა სტატიები