Belive

ჩელსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კოლაფსთან ახლოსაა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ანტონიო რუდიგერმა და ანდრეას კრისტენსენმა უკვე დატოვეს ინგლისური კლუბი და "რეალსა" და "ბარსელონას" შეუერთდნენ. ამავდროულად, ლუკაკუსაც აქვს შესაძლებლობა, რომ "ინტერში" დაბრუნდეს. The Sun-ის ინფორმაციით "ჩელსის" დატოვებას კიდევ 5 ფეხბურთელი აპირებს. სეზარ ასპილიკუეტასა და მარკოს ალონსოს ძალიან სურთ, თავიანთ ყოფილ გუნდელს, ანდრეას კრისტენსენს "ბარსელონაში" შეუერთდნენ. მათ ლონდონურ კლუბში მხოლოდ ერთი წელი რჩებათ, თუმცა ტომას ტუხელს არ სურს ამ ორი მოთამაშის დაკარგვა. გავრცელებული ინფორმაციით, მაროკოელი გარემარბი ჰაკიმ ზიეჩი სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა. ჯერ კიდევ ივნისში, მან შეიტანა მოთხოვნა გუნდის დატოვების თაობაზე, მაგრამ აფრიკელს პასუხი ჯერ არ მიუღია. შეერთებული შტატების ნაკრების წევრს კრისტიან პულიშიჩსაც სურს კლუბის დატოვება. მისი უკმაყოფილების მიზეზიც იგივეა, რაც ჰაკიმისა. ამერიკელ გარემარბს სათამაშო დრო საკმარისად არ მიაჩნია. დიდია ალბათობა, რომ მისი სათამაშო დრო უფრო შემცირდება, ვინაიდან, გუნდმა "მანჩესტერ სიტიდან" რაჰიმ სტერლინგი დაიმატა. გავრცელებული ჭორების თანახმად, პულიშიჩის შეძენით იტალიური კლუბები, "იუვენტუსი" და "მილანი" ინტერესდებიან. საეჭვოა გერმანელი შემტევის ტიმო ვერნერის დარჩენის საკითხიც. თუმცა, მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, რადგან ლუკაკუს წასვლის შემთხვევაში, გერმანელი უდავოდ გახდება ძირითადი თავდამსხმელი. მაგრამ, როდესაც ვერნერს ჰკითხეს, იქნება თუ არა ის ბედნიერი "ჩელსიში" მომავალ სეზონში, მან მსგავსი პასუხი გასცა: „ბედნიერი ყველგან შემიძლია ვიყო." ორი ფეხბურთელისთვის, რომელთა შენარჩუნებაც ტომას ტუხელს ძალიან უნდა, ჯერ კიდევ არ გაუკეთებია "ჩელსის" მკაფიო შეთავაზება. ესენი როს ბარკლი და მიჩი ბაჩუაი არიან. როგორც ჩანს, გერმანელი მწვრთნელი აღნიშნულ კრიზისულ სიტუაციაზე ინფრომაციას ფლობს, რადგან მან "არსენალთან" 4:0 მარცხის შემდეგ, მსგავსი რამ განაცხადა:

"ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომელიც წასვლაზე ფიქრობს და გარკვეულ ვარიანტებს უკვე განიხილავენ. მე მათზე ვფლობ ინფორმაციას და ამ ფეხბურთელებს აუცილებლად დაეკისრებათ სანქციები."

 

სხვა სტატიები