ჩელსი Vs პსჟ | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები Uefa-ს ვერსიით
ხვალ ღამით (00:00), ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ჩელსი პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს.
უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა.
წინა მატჩისგან განსხვავებით, თერთმეტეულში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა:
საფონოვი - ჰაკიმი, პაჩო, მარკინიოსი, ნუნო მენდეში, ზაიერ-ემერი, ჟოაო ნევეში, ვიტინია, კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა.
ჩელსის სავარაუდო შემადგენლობა:
სანჩესი - გუსტო, ჩალობა, ფოფანა, კუკურელია, ლავია, კაისედო, პალმერი, ფერნანდესი, პედრუ ნეტუ, ჟოაო პედრო.
პარიზულ კლუბს ტრავმის გამო ფაბიან რუისი და კენტენ ნჯანტუ ვერ დაეხმარებიან.
ჩელსის კი ლევი კოლუილი და რის ჯეიმსი დააკლდებიან, საეჭვოა გიტენსისა და ესტევაოს თამაშიც.
პსჟ-სა და ჩელსის შორის გამართული პირველი მატჩი პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.