Belive

ჩელსი Vs. პსჟ | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ჩელსისა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირება გაიმართება. შეხვედრა 17 მარტს, 23:55 საათზე დაიწყება.

პრინციპული მატჩის წინ გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოქვეყნდა. თერთმეტეულში კვლავ ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს - ქართველი შემტევის ანგარიშზე 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ჩელსის სავარაუდო შემადგენლობა

სანჩესი - კუკურელია, ჩალობა, ფოფანა, გუსტო, კაისედო, ჯეიმსი, ნეტო, ფერნანდესი, პალმერი, ჟოაო პედრო.

პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო შემადგენლობა

საფონოვი - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჭო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ზაირ-ემერი, დუე, ბარკოლა, დემბელე.

შეგახსენებთ, რომ წყვილს შორის გამართული პირველი მატჩი პარი სენ-ჟერმენის გამარჯვებით, 5:2 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სხვა სტატიები