Belive

ჩეხი ორ ადგილას პარალელურად იმუშავებს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პეტრ ჩეხმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, ჰოკეიში თამაში გადაწყვიტა. ამის შესახებ უკვე მოგახსენეთ, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ჩეხი მეკარე, პარალელურად ლონდონის "ჩელსიში" მუშაობასაც გააგრძელებს. "ზოგმა გადაწყვიტა, რომ "ჩელსიდან" წამოვედი, მაგრამ ასე არ არის. ჰოკეი ჩემი ბავშვობის საყვარელი სანახაობაა, რომელშიც თამაშიც "ჩელსის" ტექნიკურ საკითხებში მრჩევლობას ხელს არ შეუშლის და ორ საქმიანობას ერთმანეთს კარგად შევუთავსებ. მაშინ, როცა ფეხბურთელი ვიყავი, ცხადია ჰოკეის თამაშს ვერ შევძლებდი, ახლა კი ამას ნახევრადპროფესიონალურ დონეზე გავაკეთებ",-თქვა ჩეხმა.

სხვა სტატიები