Belive

ჩაკვეტაძე გენტის განაცხადში ვერც პლეი-ოფის მატჩში მოხვდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ბელგიის ჩემპიონატის პლეი-ოფის ეტაპმა აიღო სტარტი. "გენტი", რომელიც საჩემპიონო ჯგუფში გავიდა, პირველ შეხვედრას დღეს სტუმრად "ბრიუგესთან" გამართავს. ბელგიურმა კლუბმა დღეს აღნიშნული მატჩისთვის 20-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა მიიღო და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარა. სამაგიეროდ, დღეს თამაშს მოახერხებს "გენტის" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქვილითაია.  

სხვა სტატიები