გიორგი ჩაკვეტაძე ნელ-ნელა სათამაშო ფორმას იღდგენს. მთავარ გუნდში, ბოლო ტურში (მეხელენთან 3:0) აქტიური თამაშის და საგოლე კომბინაციაში მონაწილეობოს შემდეგ, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა წევრმა "გენტის" 21-წლამდელთა მაისურით ითამაშა.
"გენკის" თანატოლებთან ფრედ - 1:1 დასრულებულ შეხვედრაში 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ბურთი თითქმის მოედნის ცენტრთან მიიღო, სოლო-რეიდით საჯარიმოში შეიჭრა და შეტევა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.
"გენტი" ბელგიის ჩემპიონატში 48 ქულით ერთპიროვნულად მეორე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრად "ანდერლეხტთან" ჩაატარებს.