ჩაგლარ სოიუნჯუ ევრო 2024-ს გამოტოვებს
თურქეთის ეროვნული ნაკრების მცველი, ჩაგლარ სოიუნჯუ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ინფორმაცია თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.
28 წლის ფეხბურთელი ტურნირს ფეხის კუნთის ტრავმის გამო გამოტოვებს:
,,ჩვენი მცველი ჩაგლარ სოიუნჯუ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, რომელიც ფეხბურთელმა ფენერბაჰჩესა და ისტანბულსპორის მატჩში მიიღო.'' - წერია განცხადებაში
თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ, ევროპის ჩემპიონატისთვის 35-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც სოიუნჯუც მოხვდა.
თურქმა ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდში ბოლოს 2023 წლის 12 სექტემბერს, იაპონიასთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა.
თურქეთის ნაკრები ევრო 2024-ის F ჯგუფში საქართველოს, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს და პირველ მატჩს 18 ივნისს, საქართველოს წინააღმდეგ გამართავს.
Savunma oyuncumuz Çağlar Söyüncü, Fenerbahçe'nin İstanbulspor ile oynadığı Trendyol Süper Lig karşılaşmasında uyluk arka adalesinde yaşadığı sakatlık nedeniyle 2024 Avrupa Şampiyonası'nda (EURO 2024) mücadele edecek A Millî Takımımızın aday kadrosundan çıkarıldı.
— Türkiye #BizimÇocuklar 🇹🇷 (@MilliTakimlar) May 29, 2024