Belive

Calciomercato: 'კვარაცხელიათი იუვენტუსი და ბაიერნი ინტერესდებიან'

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იტალიური გამოცემა calciomercato ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
"ევროპულ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ახალი სახე არის 20 წლის მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ნიჭიერი ფეხბურთელი ყაზანის "რუბინში" თამაშობს და მის მიმართ ინტერესს ტურინის "იუვენტუსი" და მიუნხენის "ბაიერნი" იჩენს. ველოდებით უფრო კონკრეტულ სამომავლო სიახლეებს, იქამდე კი იცოდეთ ამ ტალანტის შესახებ, რომელმაც წინა კვირას ალვარო მორატა და სერხიო ბუსკეტსი შეაშინა", - წერს იტალიური გამოცემა.
ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც მიმდინარე სეზონში, “რუბინის” მაისურით 21 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე გადაცემა გაკეთებული, ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებების კარის დალაშქვრა მოახერხა, სანაკრებო პაუზიდან კლუბში დაბრუნების შემდეგ კი, ულამაზესი გოლით “სოჭისთან” თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

სხვა სტატიები