Belive

ბუტრაგენიო: "კენჭისყრაში არ გაგვიმართლა, ლაიფციგი მრისხანე მეტოქეა..."

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" ლეგენდამ და ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა - ემილიო ბუტრაგენიომ, ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა.

ბუტრაგენიოს განცხადებით, კლუბში ყველაზე ნაკლებად სურთად, რომ მათი მეტოქე "ლაიფციგი" ყოფილიყო, რადგან გერმანული კლუბი ძალიან მრისხანე მეტოქეა.

"ლაიფციგი შესანიშნავი გუნდია, შარშან ჩვენ უკვე ვითამაშეთ მათთან ჯგუფურ ეტაპზე და 3:2 დავმარცხედით. ისინი სახიფათო მეტოქეები არიან.

ეს იქნება ორი ძალიან რთული თამაში. ჩვენ არასასურველი სიტუაციის წინაშე ვდგავართ, წარმოუდგენელია გუნდში იმდენი სერიოზული ტრავმა გქონდეს, როგორც ეს ამ სეზონში: კურტუასთან, მილიტაოსთან და ახლა ალაბასთან მიმართებაში მოხდა.

ცოტა უხეშად რომ ვთქვა, კენჭისყრაში არ გაგვიმართლა, რადგან ლაიფციგი მეტოქედ ნამდვილად არ გვსურდა. ძალიან სწრაფ ტემპში, უკარგეს ფეხბურთს თამაშობენ და ეს საკმაოდ საშიშია, თუმცა ჩვენ ნებისმიერი შემადგენლობით შეგვიძლია ყველა გუნდთან თამაში და ამას წლების განმავლობაში ვამტკიცებთ." - ემილიო ბუტრაგენიო

შეგახსენებთ, რომ ემილიო ბუტრაგენიო მადრიდის "რეალის" ლეგენდაა. მას "სამეფო კლუბის" მაისურით 341 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 123 გოლის გატანა შეძლო.

ბუტრაგენიომ "რეალთან" ერთად ლა ლიგა 6-ჯერ, ხოლო უეფას თასი 2-ჯერ მოიგო.

სხვა სტატიები